მსოფლიოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელბულთა რაოდენობამ 2 000 000–ს გადააჭარბა
22/05/2020 07:29:45 მსოფლიო
მსოფლიოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელბულთა რაოდენობამ 2 000 000–ს გადააჭარბა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19–მა 334 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 199 000–ს გადააჭარბა, 2 085 024 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 723-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 495 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


