პარიზში მედიკოსების საპროტესტო აქცია დაკავებებით დასრულდა
22/05/2020 06:53:52 მსოფლიო
საფრანგეთში მედიკოსების საპროტესტო აქცია დაკავებებით დასრულდა. როგორც BBC იუწყება, პარიზის ერთ–ერთი საავადმყოფოდ 400-მდე ექიმი და მედდა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას მოითხოვდნენ.
სამართალდამცველებმა სოციალური დისტანციის წესების დარღვევისა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის ბრალდებით 3 მედიკოსი დააკავეს და 50 დააჯარიმეს.
ორგანიზატორები აქციის გამართვას ხვალაც გეგმავენ.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთში ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28 ათასს, ხოლო დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 181 ათასს აჭარბებს.


