ბულგარეთი საზღვრებს ხსნის
22/05/2020 06:44:14 მსოფლიო
ბულგარეთი შენგენის ზონის ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ცნობისთვის: ბულგარეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მარტის შუა რიცხვებში ქვეყანა ჩაკეტა.
ბულგარეთში კორონავირუსის 2500-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 125 ადამიანი ემსხვერპლა.


