Accentnews.ge
"რუსეთი აშშ-ის მიერ „ღია ცის შეთანხმების“ დატოვებაზე რეაგირებას მოახდენს"

"რუსეთი აშშ-ის მიერ „ღია ცის შეთანხმების“ დატოვებაზე რეაგირებას მოახდენს"

22/05/2020 06:01:31 მსოფლიო

რუსეთი აპირებს, აშშ-ის მიერ „ღია ცის შეთანხმების“ დატოვების ფაქტზე რეაგირება მოახდინოს და გადაწყვეტილების მიღებისას მოსკოვი ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებს, - ამის შესახებ რუსეთის სახლწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.

მან ვაშინგტონის გადაწყვეტილებას საზიანო უწოდა და აღნიშნა, რომ ამან შესაძლოა ევროპის კონტინენტზე სამხედრო უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს.

“შაბლონები იგივეა: ღია ცის ხელშეკრულების დებულებების დარღვევისთვის რუსეთის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები”, - განაცხადა საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, რუსეთს, აშშ-სგან განსხვავებით, შეთანხმება არასდროს დაურღვევია:

„აშშ-სგან განსხვავებით რუსეთს შეთანხმება არასდროს დაურღვევია. ხელშეკრულების „დამატებული ღირებულება“ დამოკიდებული იქნება იმ რეაგირებაზე, რასაც აშშ-ის ქმედებაზე მისი ევროპელი მოკავშირეები განახორციელებენ, რომლებიც ნატოს წევრებია არიან“.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-მა „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

იხილეთ ასევე: აშშ-მა “ღია ცის” შესახებ შეთანხმების დატოვების მიზეზებს შორის სოხუმისა და ცხინვალისკენ ფრენების ბლოკირებაც დაასახელა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S