Accentnews.ge
რუსეთის სამართალდამცველმა უწყებებმა მიტინგების დასაშლელად 7,3 მლრდ რუბლის სპეცსაშუალებები შეიძინეს

რუსეთის სამართალდამცველმა უწყებებმა მიტინგების დასაშლელად 7,3 მლრდ რუბლის სპეცსაშუალებები შეიძინეს

21/05/2020 18:45:09 მსოფლიო

რუსეთში “როსგვარდიამ” და შსს-მ 2015 წლიდან დღემდე მიტინგების დასაშლელად ჯამში 7 მლრდ 300 მლნ რუბლის ღირებულების სპეცაღჭურვილობა შეისყიდეს, - იუწყება უფლებადამცველი ორგანიზაცია "Апология протеста" სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით.

მისივე ცნობით, სახსრების უმრავლესობა დაიხარჯა ყუმბარმტყორცნებით აღჭურვილ დაჯავშნულ მანქანებზე ცრემლსადენი გაზისა და ხმოვან-მანათობელი ყუმბარების გასაშვებად, ასევე ბარიკადების დასაშლელ საშუალებებზე, ელექტროშოკერებზე, წყლის ჭავლსა და გაზის გამფრქვევებზე.

როგორც ორგანიზაციის მოხსენებაშია აღნიშნული, შესყიდული აღჭურვილობის უმრავლესობამ შესაძლოა, მომიტინგეებში ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, თირკმლისა და გულის მწვავე უკმარისობა გამოიწვიოს, რიგ შემთხვევებში კი – ლეტალური შედეგიც.

• ცოტა ხნის წინ რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო სათათბიროში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც პოლიციის თანამშრომელთა უფლებამოსილებების გაფართოებას ითვალისწინებს. კერძოდ, მათთვის ნებადართული იქნება საბრძოლო იარაღს გამოყენება, თუ “პირს, რომელსაც აკავებენ, ჩადენილი აქვს ქმედება, რომელიც შეიძლება, თავდასხმის მუქარად შეფასდეს". კერძოდ რა ქმედებებზეა საუბარი – კანონპროექტში არ კონკრეტდება.

• დოკუმენტის მიღების შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლებს არ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ქმედებებისთვის, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ჩაიდენენ.

ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთმა არაერთხელ დაარღვია პაქტის პირობები. მაღალი რანგის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გაყვანა ოფიციალურად მოხდება ექვს თვეში, ხელშეკრულების გასვლის პირობების გათვალისწინებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S