Accentnews.ge
„Coldiretti“ – კორონავირუსის გამო იტალიაში მილიონზე მეტი ადამიანი გაღარიბდა

„Coldiretti“ – კორონავირუსის გამო იტალიაში მილიონზე მეტი ადამიანი გაღარიბდა

21/05/2020 16:09:49 მსოფლიო

იტალიის ფერმერთა უმსხვილესი ასოციაციის „Coldiretti“ ანგარიშის თანახმად, ახალი კორონავირუსის გამო ქვეყანაში მილიონზე მეტი ადამიანი გაღარიბდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მათი ანგარიში მომზადებულია იმ საქველმოქმედო ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც ღარიბ მოქალაქეებს უფასო საკვებსა და პროდუქტებს სთავაზობენ.

„ამ ორგანიზაციების მონაცემებით, პანდემიის დაწყების შემდეგ მათთან მიმართვიანობა 40 %–ით გაიზარდა. ახალმა კორონავირუსმა ყველაზე მეტად იტალიის ჩრდილოეთი დააზარალა“, – ნათქვამია ანგარიშში.

„Coldiretti“–ს ცნობით, ღარიბი მოქალაქეების რაოდენობა კამპანიაში 20%–ით, კალიბრიაში 14%–ით, ხოლო სიცილიაზე 11%–ით გაიზარდა. ლომბარდიაში, სადაც ახალ კორონავირუსს ყველაზე ადამიანი ემსხვერპლა, სიღარიბის დონე 9%–ით არის გაზრდილი.

იტალია კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით ევროპაში მეორე ადგილს იკავებს. უკანასკნელი მონაცმებით, დაავადებამ ქვეყანაში 32 330 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 227 364 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 132 282 პირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S