კადიროვი COVID-19-ზე ეჭვით ჰოსპიტალიზებულია
21/05/2020 15:49:31 მსოფლიო
ჩეჩნეთის რესპუბიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი კორონავირუსულ ინფექციაზე ეჭვით ჰოსპიტალიზებულია, - იუწყება რუსული მედია.
ინტერნეტ-რესურს “Baza”-ს ცნობით, პირველი სიმპტომები კადიროვს რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა, თუმცა თავიდან ჩათვალეს, რომ ეს ჩვეულებრივი სეზონური გრიპი იყო, მოგვიანებით კი მისი მდგომარეობა დამძიმდა და ჩატარდა ტესტირება, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა.
“ინტერფაქსის” ცნობით, კადიროვი მოსკოვშია ჰოსპიტალიზებული.
ადგილობრივი ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ამ დროისთვის ჩეჩნეთში 1000-ზე მეტი კოვიდ-ინფიცირებულია გამოვლენილი.
ცნობისთვის: მანამდე COVID-19-ის დიაგნოზი დაუსვეს რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინს, მშენებლობის მინისტრ ვლადიმირ იუაკუშევს, კულტურის მინისტრ ოლგა ლიუბიმოვას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ვალერი ფალკოვს, პრეზიდენტის პრეს-სპიკერ დიმიტრი პესკოვს.


