Accentnews.ge
რუსეთში მოქალაქეთა პირადი მონაცემების ერთიან ბაზას ქმნიან

რუსეთში მოქალაქეთა პირადი მონაცემების ერთიან ბაზას ქმნიან

21/05/2020 14:13:19 მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი ქვეყნის მაცხოვრებლების მონაცემთა ერთიანი ბაზის – “ერთინი ფედერალური საინფორმაციო რეესტრის” შექმნის თაობაზე.

მასში შემდეგი ძირითადი მონაცემები იქნება შეტანილი: მოქალაქის გვარ-სახელი, დაბადებისა და გარდაცვალების ადგილი, სქესი, დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ მოწმობების მონაცემები, საპასპორტო, მართვის მოწმობისა და სხვა საბუთების ჩანაწერები, ასევე მონაცემები ოჯახური მდგომარეობის, ოჯახის წევრთა და ნათესავების მონაცემების ჩათვლით, სულ - 30 სახის მონაცემი 12 ძირითადი მომწოდებლისგან.

ოფიციალური ინფორმაციით, ბაზის ფორმირება სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანობის საინფორმაციო რესურსების, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ფონდების მონაცემების საფუძველზე იგეგმება.

კანონპროექტს შემოაქვს ცნება “იდენტიფიკატორი”, რომელიც სახელმწიფო საინფორმაციო რეესტრში ადამიანის შესახებ მონაცემების ერთობლიობას გულისხმობს.

ოპოზიცია ამ კანონპროექტის მიღებით აღშფოთებულია და რუსეთის კონსტიტუციის ერთდროულად რამდენიმე მუხლის, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევაზე მიუთითებს.

ცნობისთვის: ბოლო პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მონაცემთა ცალკეული ბაზები არაერთგზის მოხვედრილა თავისუფალ წვდომაში ინტერნეტში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S