სამხრეთ აფრიკაში COVID-19–ს ახალშობილი ემსხვერპლა
21/05/2020 13:57:51 მსოფლიო
სამხრეთ აფრიკაში ახალი კორონავირუსით ორი დღის ახალშობილი დაიღუპა.
როგორც BBC იუწყება, ვირუსი დაუდგინდა ბავშვის დედასაც.
ექიმების ინფორმაციით, ახალშობილი ნაადრევად დაიბადა და სუნთქვითი პრობლემები ჰქონდა.
„ეს ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით პირველი ნეონატალური გარდაცვალებაა“,- აღნიშნა სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრმა მედიასთან საუბრისას.


