Accentnews.ge
3 ივნისიდან იტალია ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვრებს გახსნის

3 ივნისიდან იტალია ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვრებს გახსნის

21/05/2020 13:59:14 მსოფლიო

3 ივნისიდან იტალია ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვრებს გახსნის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზღვრების გახსნის შემდეგ ქვეყანაში ჩამსვლელთათვის კარანტინის გავლა სავალდებულო არ იქნება.

"ქვეყანა სრულად ვერ გაჩერდება და ვაქცინას ვერ დაელოდება", – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ 3 ივნისიდან იტალიაში არსებული ყველა აეროპორტი გაიხსნება.

პანდემიის გამო იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 9 მარტს გამოცხადდა, ხოლო 14 მარტიდან აეროპორტები დაიხურა. 4 მაისიდან რომის „Ciampino“–სა და ფლორენციის „Peretola“–ს აეროპორტები გაიხსნა.

ბოლო პერიოდში იტალიაში Covid-19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მცირდება. უკანასკნელი მონაცმებით, დაავადებამ ქვეყანაში 32 330 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 227 364 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 132 282 პირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S