Accentnews.ge
აშშ შენგენის ზონიდან მოგზაურთა მიღებას უახლოეს მომავალში არ გეგმავს

აშშ შენგენის ზონიდან მოგზაურთა მიღებას უახლოეს მომავალში არ გეგმავს

21/05/2020 13:03:49 მსოფლიო

აშშ შენგენის ზონიდან მოგზაურთა მიღებას უახლოეს მომავალში არ გეგმავს.

"ჩვენ ჯერ ამ საკითხთან დაკავშირებით გრაფიკი არ გვაქვს. პრეზიდენტის მთავარი სადარდებელი არის ამერიკელი ხალხის დაცვა. მოგზაურობაზე შეზღუდვამ ამერიკელების სიცოცხლე გადაარჩინა", – განაცხადა თეთრი სახლის პრეს–მდივანმა კეილი მაკენანიმ.

პანდემიის გამო აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შენგენის ზონიდან მოგზაურების მიღებაზე შეზღუდვა 30 დღით დააწესა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ ეს აკრძალვა ძალაში დარჩება, ვიდრე ევროპაში ვითარება არ გამოსწორდება. გამონაკლისს წარმოადგენენ დიპლომატები და ევროპელები, ვისაც აშშ-ში მუშაობის უფლება აქვთ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S