
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა
21/05/2020 12:56:32 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1920 ლარი იქნება, ერთი ევროსი – 3.5058 ლარი, ერთი ბრიტანული სტერლინგის - 3.9057 ლარი, ერთი თურქული ლირის - 0.4688 ლარი.
21 მაისს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2012 ლარი იყო, ერთი ევროსი – 3.5028 ლარი, ერთი ბრიტანული სტერლინგის - 39211 ლარი, ერთი თურქული ლირის - 0.4696 ლარი.
დღეს, 21 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1915 შეადგინა.
ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე რიგით მეხუთე სავალუტო ინტერვენციაა. ლარის გაუფასურების შესაჩერებლად ცენტრალურმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან უკვე გაყიდა ჯამში 160 მილიონი აშშ დოლარი.