აბაზანის საწმენდი 7 სადეზინფექციო საშუალება, რომელიც COVID-19–ს კლავს
21/05/2020 12:06:20 მსოფლიო
დადასტურებულია, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება. თუმცა შესაძლებელია, COVID-19 დავირუსებულ ზედაპირზე ან ნივთზე შეხებით და შემდეგ სახეზე, პირზე, თვალებზე და ცხვირზე ხელის მოკიდებითაც გავრცელდეს. სწორედ ამიტომ სახლის შესაბამისი სადეზინფექციო საშულებებით დამუშავება უმნიშვნელოვანესია. აღსანიშნავია, რომ COVID-19–ს ნებისმიერი ტიპის გამწმენდი საშუალება არ კლავს.
გთავაზობთ, აბაზანის საწმენდ 7 სადეზინფექციო საშუალებას, რომელიც COVID-19–ს კლავს. ყველა მათგანი შეიცავს ნატრიუმის ჰიპოქლორიტს. სპეციალისტები მომხმარებლებს აღნიშნული პროდუქციით ზედაპირების დამუშავებისას ხელთათმანების გამოყენებას და შემდგომ ოთახის განიავებას ურჩევენ.
სადეზინფექციო ხსნარი Austin's A-1 არა მარტო აპრიალებს საგნების ზედაპირს, არამედ COVID-19–საც კლავს

Lysol NeutraAir. აღნიშნულ საშუალებას ზედაპირზე ახალი კორონავირუსის ნაწილაკების განადგურება 30 წამში შეუძლია. ამ სპრეის სააბაზანოში გაშვების შემდეგ, ოთახი დაახლოებით, 10 წუთში უნდა გავანიავოთ.

Clorox Regular Bleach – აღნიშნული სადეზინფექციო სითხე Covid-19-ს 5 წუთში კლავს.

Lysol All-Purpose Cleaner. აღნიშნული სადეზინფექციო სითხე Covid-19-ს 2 წუთში კლავს.

Bleach-Rite ქლორის შემცველი სითხე და სპრეი. ამ პროდუქციას შეუძლია, მოკლას ნებისმიერი ბაქტერია და ვირუსი, მათ შორის – Covid-19 სულ რაღაც ერთ წუთში.

ქლორის შემცველი ხელსახოცები. ეს სადეზინფექციო საშუალება Covid-19 3 წუთში კლავს.

Lysol–ის სადეზინფექციო სპრეი. ამ საწმენდ საშუალებას ახალი კორონავირუსის ნაწილაკების განადგურება 10 წუთში შეუძლია.

წყარო: bestlifeonline


