Accentnews.ge
საქართველოს ეკონომიკური ატაშე აღარ ეყოლება

საქართველოს ეკონომიკური ატაშე აღარ ეყოლება

21/05/2020 10:53:13 ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკური ატაშე აღარ ეყოლება. პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს კანონის პროექტი, რომლის თანახმადაც, კომერციული ატაშის შესაბამის ფუნქციას დიპლომატიური წარმომადგენლობის ხემძღვანელი ან მინიმუმ, მისი მოადგილე შეასრულებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის განცხადებით, შემოთავაზებული ცვლილებები ბევრად ეფექტური იქნება.

მისივე განმარტებით, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში“ შესატანი ცვლილების მიზეზია ისიც, რომ ატაშე ყველაზე დაბალი დიპლომატიური თანამდებობაა და მას უფრო მაღალი თანამდებობის პირი ჩაანაცვლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S