"ნატო–სა და რუსეთის სამხედრო მოიერიშეებს შორის ინციდენტი მოხდა"
21/05/2020 10:17:19 მსოფლიო
რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავები ნატო-ს საჰაერო სივრცეს მიუახლოვდნენ, – იუწყება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო საჰაერო ძალები.
როგორც განცხადებიდან ირკვევა, ინციდენტი 19 მაისს მოხდა.
ნატო–ს სამხედრო საჰაერო ძალების თანახმად, ორი რუსული „ტუ-22“ და ორიც „სუ-27“ ტიპის სამხედრო მოიერიშეები თავდაპირველად რუმინეთის საჰაერო სივრცისკენ მიფრინავდნენ, თუმცა შემდეგ მიმართულება თურქეთის ტერიტორიისკენ აიღეს.
„საპასუხოდ ნატო-მ საჰაერო სივრცის პატრულირების მისიის მონაწილე ქვეყნების თვითმფრინავები გააგზავნა. მათ შორის იყო რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის მოიერიშეები. მათ რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს არ მისცეს საშუალება, ნატო-ს საჰაერო სივრცეს მიახლოებოდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.


