მე–6 დღეა, რუსეთში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა 10 000-ს ჩამოსცდა
21/05/2020 09:46:36 მსოფლიო
მე–6 დღეა, რუსეთში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა 10 000-ს ჩამოსცდა. როგორც ქვეყნის ოპერატიული შტაბი იუწყება, ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 8849 ადამიანი დაინფიცირდა და 127 გარდაიცვალა. 20 მაისს 8764 ადამიანი დაინფიცირდა, 19 მაისს – 9 623, 18 მაისს – 8926, 17 მაისს – 9 709, 16 მაისს – 9 200. მანამდე, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში დაავდებით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 10 000–ს აჭარბებდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19–მა 3 099 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 317 554 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 92 681 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 329 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 090 000–ს გადააჭარბა, 2 026 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 721-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 485 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


