Accentnews.ge
ირანული დაზვერვა “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის დაკავების შესახებ იუწყება

ირანული დაზვერვა “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის დაკავების შესახებ იუწყება

21/05/2020 09:39:26 მსოფლიო

ირანულმა დაზვერვამ ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის დაკავების შესახებ განაცხადა, - იუწყება ტელეარხი “ალ-არაბია”.

სპეცსამსახურის მტკიცებით, დაკავებული ორგანიზაციას გასული წლის ოქტომბერში ამერიკელი სამხედროების მიერ “ისლამური სახელმწიფოს” ყოფილ ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მკვლელობის შემდეგ ხელმძღვანელობდა.

თავად “ისლამური სახელმწიფო” თავის ცნობებში ლიდერად აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ქურაშს მოიხსენიებს. ვაშინგტონი თვლის, რომ ამ სახელის უკან ორგანიზაციის ერთ-ერთი იდეოლოგი და დამფუძნებელი ამირ მოჰამედ აბდელ რახმან ალ-მაული დგას. ირანული დაზვერვა კი ირწმუნება, რომ დაკავებულის ნამდვილი სახელი აბდელნასერ ალ-ქირდაშია.

დაკავებულის ბიოგრაფიის დეტალები არ ხმაურდება. მისი დაკავების ადგილის, დროისა და გარემოებების შესახებ ინფორმაცია ასევე არ ვრცელდება. აღნიშნულია მხოლოდ, რომ ეს “ზუსტი სადაზვერვო მონაცემების მიღების წყალობით მოხერხხდა”.

თავის მხრივ, რუსული ანონიმური ტელეგრამ-არხი “Directorate 4” ერთ-ერთ ირანელ ექსპერტზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ დაპატიმრებული შესაძლოა, “ალ-ქაედას” მაღალი რანგის წევრი იყოს, რომელიც შემდგომში, 2011-2019 წლებში სირიაში “დაეშს” ხელმძღვანელობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S