საბერძნეთი ტურისტულ სეზონს 15 ივნისიდან ხსნის
21/05/2020 07:00:51 მსოფლიო
საბერძნეთი ტურისტულ სეზონს 15 ივნისიდან ხსნის.
„15 ივნისიდან სასტუმროები მუშაობას განაახლებენ, პირდაპირი საერთაშორისო ფრენები კი 1 ივლისიდან აღდგება“, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა.
მისივე თქმით, იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საბერძნეთი ფრენებს განაახლებს, მაისის ბოლოს გახდება ცნობილი.
ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე საბერძნეთში „კოვიდ–19“-ის 2 850 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსმა ქვეყანაში 166 ადამიანი იმსხვერპლა


