ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 5 ივნისამდე გახანგრძლივდა
21/05/2020 06:45:14 მსოფლიო
ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 5 ივნისამდე გახანგრძლივდა.
შეზღუდვების ნაწილის ძალაში დატოვების ფონზე მადრიდში საპროტესტო აქცია გაიმართა. მსვლელობის მონაწილეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის სათანადო მართვა ვერ შესძლო.
ქვეყანაში Covid-19-ის ახალი შემთხვევების შემცირების გამო შეზღუდვების ნაწილი უკვე შეამსუბუქეს. გახსნილია მაღაზიები, სანაპიროები ზოგიერთი ბარი და რესტორანი. დღეიდან ესპანეთში საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 6 წელს გადაცილებულმა ყველა პირმა პირბადე უნდა ატაროს.
ესპანეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ახალმა კორონავირუსმა უამრავი ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო ოფიციალური მონაცემით, ქვეყანაში დაავადებით გარდაცვლილთა რაოდენობა 27 000–ს აჭარბებს.


