Accentnews.ge
ბოჭორიშვილის კლინიკაში Covid-19-ის დიაგნოზით სომხეთის ორი მოქალაქე შეიყვანეს

ბოჭორიშვილის კლინიკაში Covid-19-ის დიაგნოზით სომხეთის ორი მოქალაქე შეიყვანეს

21/05/2020 06:35:21 საზოგადოება

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკას საკარანტინე სივრციდან 2 ახალი პაციენტი დაემატა, რომლებიც სომხეთის მოქალაქეები არიან.

"შემოვიდა ორი ახალი პაციენტი – დედა–შვილი დადასტურებული დიაგნოზით. ისინი საკარანტინე სივრციდან გადმოიყვანეს და სომხეთის მოქალაქეები არიან",– განაცხადა სოლოღაშვილმა.

მისივე ცნობით, ამ დროისთვის კლინიკაში Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 41 პაციენტია.

"რეანიმაციაში მკურნალობას აგრძელებს მხოლოდ ერთი პაციენტი, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 4 პაციენტი რჩება საყურადღებო. კლინიკაში 18 წლამდე მოზარდი 12–ია. 4 პირი ელოდება კვლევაში ჩართვას," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

რაც შეეხება კორონავირუსის ინფექციის მქონე გამოჯანმრთელებული პაციენტების განმეორებით დაავადების საფრთხეს, მაკა სოლოღაშვილის თქმით, არცერთი მათგანი არ წარმოადგენს საფრთხეს, რადგან გაწერა ხდება უმრავლეს შემთხვევაში საკარანტინე ზონაში:

„შესაბამისად, საფრთხეს არ წარმოადგენს, მითუმეტეს არ წარმოადგენს საფრთხეს როცა ხელახალი ვირუსის გამოჩენა კველევაში ხდება მკვდარი ვირუსის სახით. ეს არ არის გადადებისთვის საფრთხე. ის არ არის მეორე ადამიანისთვის გადადების საფრთხე. გაწერა ხდება თვითიოზლაციის პირობით და აქ ყველა რისკი აღმოფხვრილია".

ცნობისთვის: საქართველოში COVID-19-ით რეინფიცირების სამი შემთხვევა დაფიქსირდა

შეგახსენებთ, რომ გასული დღე–ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსი რვა პირს დაუდასტურდა, ხოლო 10 პაციენტი გამოჯანმრთლდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S