საქართველოში COVID-19-ით რეინფიცირების სამი შემთხვევა დაფიქსირდა
20/05/2020 16:28:42 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით რეინფიცირების სამი შემთხვევაა აღწერილი.
როგორც იმნაძე ამბობს, ამ სადღეისოდ არსებული მეცნიერული მტკიცებულებებით ეს გარშემომყოფთათვის საფრთხეს არ წარმოადგენს:
„რეინფიცირება არ არის უცნაური მოვლენა: ეს ჯერ კიდევ ჩინელებს ჰქონდათ აღწერილი, შემდეგ კორეელებმა დაახლოებით, 150 ასეთი შემთხვევა აღწერეს. ჩვენთან სამია ასეთი შემთხვევა. ჯერჯერობით არსებული მეცნიერული მტკიცებულებებით ეს გარშემომყოფთათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. არის ასეთი მოსაზრება, რომ რნმ ინახება ლორწოვანში და მისი დეტექცია ხდება. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ვირუსი ცოცხალი აღარ არის, უბრალოდ დეტექცია ხდება. იყო თეორია, თუმცა ბევრი უკვე ამას უარყოფს, რომ ხომ არ არის შესაძლებლობა პაციენტების რეინფიცირების. ჩვენ ამ ეტაპზე თავს ვიზღვევთ და ასეთი პაციენტები მაინც საკარანტინე სივრცეებში არიან, რათა ყოველგვარი გაუგებრობა გამორიცხული იყოს“.


