Accentnews.ge
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 7000–ს გადააჭარბა

საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 7000–ს გადააჭარბა

21/05/2020 06:36:41 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 7000–ს გადააჭარბა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთშია.

  • თურქეთი: 152 587 ინფიცირებული, 4222 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 3 631 ინფიცირებული, 43 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 5 271ინფიცირებული, 67 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 308 705 ინფიცირებული, 2 972 გარდაცვლილი

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 329 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 090 000–ს გადააჭარბა, 2 026 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 721-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 485 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S