ბოლო 24 საათში ბრაზილიაში Covid-19-ით 19 951 ადამიანი დაინფიცირდა
21/05/2020 06:17:13 მსოფლიო
ბოლო 24 საათში ბრაზილიაში Covid-19-ით 888 ადამიანი დაიღუპა და 19 951 ადამიანი დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ახალმა კორონავირუსმა 18 859 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 291 579 შემთხვევა. ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რიო დე ჟანეიროსა და სან პაულოს საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლების 85% კოვიდ–ინფიცირებულ პაციენტებს აქვთ დაკავებული.
ბოლო 3 კვირაა, ბრაზილიაში Covid-19-ით ინფიცირებისა შემთხვევები მკვეთრად იმატებს.


