Accentnews.ge
"გასულ 24 საათში მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა"

"გასულ 24 საათში მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა"

21/05/2020 05:03:02 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს გებრეისუსის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა.

ჯანმო–ს ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში დაინფიცირებულების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.

„ამ პანდემიაში ჩვენ ჯერ კიდევ გრძელი გვაქვს გასავლელი. ბოლო 24 საათში მსოფლიოში ვირუსის 106 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, – აღნიშნა ტედროს გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შემთხვევების ორი მესამედი ძირითად ოთხ ქვეყანაზე მოდის, ესენია: ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ბრაზილია და ინდოეთი.

ცნობისთვის: მსოფლიოში „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ ხუთ მილიონს მიაღწია, ხოლო ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ 19“-ით სულ 327 311 ადამიანი გარდაიცვალა, განიკურნა 1.84 მილიონი მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S