3 ივნისიდან იტალიაში არსებული ყველა აეროპორტი გაიხსნება
20/05/2020 20:00:35 მსოფლიო
3 ივნისიდან იტალიაში არსებული ყველა აეროპორტი გაიხსნება, – იუწყება CNN.
„3 ივნისიდან შესაძლებელი იქნება ყველა აეროპორტის ხელახლა გახსნა“, – განაცხადა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა პაოლა დე მიშელმა.
პანდემიის გამო იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 9 მარტს გამოცხადდა, ხოლო 14 მარტიდან აეროპორტები დაიხურა. 4 მაისიდან რომის „Ciampino“–სა და ფლორენციის „Peretola“–ს აეროპორტები გაიხსნა.
ბოლო პერიოდში იტალიაში Covid-19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მცირდება. უკანასკნელი მონაცმებით, დაავადებამ ქვეყანაში 32 330 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 227 364 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 132 282 პირი.


