
„იმედი მაქვს, სწრაფად მოხდება ანაკლიის პროექტის განხორციელება“
20/05/2020 19:20:24 პოლიტიკა, ეკონომიკა
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი იმედოვნებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი მალე განხორციელდება.
როგორც კონგრესმენი აღნიშნავს, მას ამ საკითხზე საქართვლოს მთავრობასთან კომუნიკაცია ჰქონდა,
„ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას ვესაუბრე და როგორც მითხრეს, ისინი დაინტერესებულნი არიან ამერიკული ინვესტიციით ამ პროექტში. იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდება ამ პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კინზინგერმა ონლაინ პრესკონფერენციაზე.