
დღეს პრაღაში აბაშიძე –კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება
13/06/2019 07:17:41 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
დღეს პრაღაში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინთან მორიგ შეხვედრას გამართავს.
"ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებულია ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ზოგადად ვიმსჯელებთ 2011 წლის შეთანხმებაზე საბაჟო მონიტორინგის თაობაზე. ჩვენი ინიციტივით ვაყენებთ ამ საკითხებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, მილიტარიზაცისთან, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასთან, ზოგადად საერთაშორისო სამართლის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ხოლმე",- განაცხადა აბაშიძე.