Accentnews.ge
ბარსელონაში პლიაჟები გაიხსნა

ბარსელონაში პლიაჟები გაიხსნა

20/05/2020 12:26:53 მსოფლიო

ბარსელონაში პანდემიის გამო 3 თვით დაკეტილი სანაპირო ზოლი დამსვენებლებისთვის გაიხსნა. მოსახლეობას დღეიდან სანაპიროზე სეირნობის, ცურვისა და მზის აბაზანის მიღების უფლება აქვს.

ხალხმრავლობის პრევენციის მიზნით სანაპიროებზე პოლიციის ჯგუფებია მობილიზებული.

ესპანეთში Covid-19-ის ახალი შემთხვევების შემცირების გამო შეზღუდვების ნაწილი უკვე შეამსუბუქეს მაღაზიები გახსნეს. ამასთან, გახსნილია ზოგიერთი ბარი და რესტორნის ტერასები. 21 მაისიდან ქვეყანაში საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, 6 წელს გადაცილებულმა ყველა პირმა პირბადე უნდა ატაროს.

ესპანეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ახალმა კორონავირუსმა უამრავი ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო ოფიციალური მონაცემით, ქვეყანაში დაავადებით გარდაცვლილთა რაოდენობა 27 000–ს აჭარბებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S