Accentnews.ge
გეიტსი, მიკროჩიპები და 5G: მოლდოვას მართლმადიდებელი ეკლესია კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციის წინააღმდეგ ილაშქრებს

გეიტსი, მიკროჩიპები და 5G: მოლდოვას მართლმადიდებელი ეკლესია კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციის წინააღმდეგ ილაშქრებს

20/05/2020 11:52:36 მსოფლიო

მოლდოვას მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ქვეყნის ხელისუფლებისადმი მიმართვა გაავრცელა და მოითხოვა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იყოს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ “ვაქცინის მეშვეობით ადამიანთა ორგანიზმებში შესაძლოა, მიკროჩიპები შეიყვანონ”, - იუწყება "რადიო თავისუფლების" რეგიონული სამსახური.

"არაერთ ევროპულ სახელმწიფოში საზოგადოებები აპროტესტებენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სავალდებულო გამოყენებას, რადგან მას განიხილავენ ანტიქრისტეების გლობალური სისტემის შესაძლებლობად, ადამიანთა სხეულებში მიკროჩიპები შეიყვანოს და შემდეგ 5G ტექნოლოგიის მეშვეობით ისინი აკონტროლოს", – ნათქვამია მიმართვაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკელი მილიარდერი ბილ გეიტსი, - კომპანია “Microsoft”-ის დამფუძნებელი "ვაქცინის მეშვეობით მიკროჩიპირების ტექნოლოგიაზე მთავარ პასუხისმგებელ პირად ითვლება".

გეიტსის, მიკროჩიპებისა და 5G-ს შესახებ ინფორმაცია, რომელზეც მოლდოვას მიტროპოლია აპელირებს, ერთ-ერთია შეთქმულების თეორიებიდან, რომლებიც ბოლო დროს სოცქსელებში ფართოდ ვრცელდება, ხშირად – იმ გამოცემების მიერ, რომელთაც კავშირი აქვთ რსეთის ხელისუფლებასთან. ამას ევროკომისიის კვლევაც ადასტურებს, - აღნიშნავს “G4media”.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ეს ინფორმაცია ფეიქად შეაფასა და მისი გვარცლევება აკრძალა, - იუწყება ტელეარხი "Настоящее время".

  • მოლდოვას მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყანაში დომინანტი რელიგიური ორგანიზაციაა და 3 მლნ-მდე მრევლს ითვლის. კანონიკურად იგი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაშია, თუმცა ფართო ავტონომია და თვითმართვის უფლება გააჩნია.
  • ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მეცნიერები ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში მუშაობენ, თუმცა ჯერ-ჯერობით მან კლინიკური გამოცდის პირველი ეტაპი ვერსად გადალახა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S