Accentnews.ge
ევროკავშირსა და ბრიტანეთში არომატიზებული სიგარეტი აიკრძალა

ევროკავშირსა და ბრიტანეთში არომატიზებული სიგარეტი აიკრძალა

20/05/2020 11:04:34 მსოფლიო

ევროკავშირის ქვეყნებსა და ბრიტანეთში ძალაში შევიდა თამბაქოს არომატიზებული ნაწარმის აკრძალვა. გაყიდვიდან ასევე ამოიღებენ არომატიზატორების შემცველ ფილტრებს, ქაღალდსა და კაპსულებს, წვრილ სიგარეტს, - იუწყება BBC.

დირექტოვის ავტორების გათვლით, ეს ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარებას შეამცირებს.

არომატიზებული სიგარეტის ეტაპობრივი აკრძალვის გადაწყვეტილება კერ კიდევ 2014 წელს იქნა მიღებული.

სიგარეტის ფილტრებში მენთოლის დამატება პირველად გასული საუკუნის 20-იან წლებში დაიწყეს. მწარმოებლები ირწმუნებოდნენ, რომ ასეთი სიგარეტი ნაკლებ სახიფათო იყო მწეველის ჯანმრთელობისთვის. კვლევების თანახმად, სწორედ ამ მიზეზით სარგებლობს მენთოლიანი სიგარეტი მეტი პოპულარობით ახალგაზრდებში.

თავის მხრივ, მედიკოსები აცხადებენ, რომ ორგანიზმზე ზემოქმედების თვალსაზრისით სხვადასხვა დანამატიანი სიგარეტი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივისგან. ამასთანავე, მწეველები ხშირ შემთხვევაში უფრო ღრმად ისუნთქავენ მენთოლის არომატად შენიღბულ კვამლს და უფრო დიდხანს აჩერებენ მას ფილტვებში. ამასთანავე, დანამატებიანი სიგარეტის მწეველებს მეტი შანსი აქვთ, ნიკოტინზე დამოკიდებულება გამოუმუშავდეთ, - აღნიშნავენ ექსპერტები.

ამერიკული კვლევითი კომპანიების გამოკითხვების შედეგების თანახმად, მოწევისთვის თავის დანებების მსურველთა შორის ეს მენთოლიანი სიგარეთის მომხმარებელთა 69%-მა ვერ მოახერხა, ჩვეულებრივი სიგარეტის მომხმარებელთა შორის კი ეს მაჩვენებელი 54-ს შეაგენს.

თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები “Philip Morris”, “British American Tobacco” და “Japan Tobacco” აკრძალვის გასაჩივრებას ცდილობდნენ, თუმცა სასამართლო პროცესი წააგეს.

მედიის ინფორმაციით, კანონის წინააღმდეგ ილაშქრებენ ესპანელები: მენთოლიან სიგარეტს ქვეყანაში რეგულარულად ან დროდადრო მაინც დახხლოებით 350 ათასი მოქალაქე ყიდულობს. ესპანეთის მთავრობამ 20 მაისიდან მენთოლიანი სიგარეტის გაყიდვა სერიოზულ დანაშაულს გაუთანაბრა და დამრღვევებს 10 ათას ევრომდე ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ, - იუწყება BBC.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S