
საქართველოსა და უკრაინას შორის ფრენების განახლება 1 ივლისიდან იგეგმება
20/05/2020 10:31:25 ეკონომიკა
უკრაინასა და საქართველოს შორის ფრენები 1 ივლისიდან განახლდება,- ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლინმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე.
ცნობისთვის: საქართველომ სხვა ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა 18 მარტიდან სრულად აკრძალა. ქვეყანა საზღვრების გახსნას ივლისიდან გეგმავს.
ცნობილია, რომ 19 მაისს საქართველოს ეკონომიკის და უკრაინის ენფრასტრუქტურის მინისტრებმა „მწვანე კორიდორის“ შექმნის საკითხზე ისაუბრეს.