კემბრიჯი მომავალ სასწავლო წელს მხოლოდ ვირტუალური სწავლების რეჟიმში იმუშავებს
20/05/2020 10:02:45 მსოფლიო
მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი - კემბრიჯი 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში მხოლოდ ვირტუალური სწავლების რეჟიმში იმუშავებს, იუწყება გამოცემა "Cambridge Independent”.
კორონავირუსის პენდემიის გამო კემბრიჯი ონლაინ-სწავლების რეჟიმზე მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი გადავიდა. წელს ამავე რეჟიმში ტარდება გამოცდებიც, მომავალ წელს კი ასე წარიმართება მთელი სასწავლო პროცესი.
კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში განათლების ბაზარს სამუდამოდ შეცვლის, - აღინიშნა ამასწინათ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. - ეპიდემიის გამო სკოლების დაკეტვა 1 მლრდ 200 მლნ მოსწავლეს შეეხო, უმაღლესი სასწავლებლები კი იძულებულები გახდნენ, თითქმის მასობრივად ონლაინ-სწავლების რეჟიმზე გადასულიყვნენ.
· “Times Higher Education”-ის ყოველწლიურ რეიტინგში კემბრიჯის უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების პირველ სამეულში შედის.


