Accentnews.ge
"Медиазона" რუსეთში კორონავირუსისგან სულ მცირე, 186 მედიკოსის გარდაცვალების შესახებ იუწყება

"Медиазона" რუსეთში კორონავირუსისგან სულ მცირე, 186 მედიკოსის გარდაცვალების შესახებ იუწყება

20/05/2020 09:32:03 მსოფლიო

რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციით დაავადების შედეგად სულ მცირე, 186 მედმუშაკია გარდაცვლილი, - იუწყება გამოცემა “Медиазона”.მისივე მონცემებით, მედიკოსთა სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი რამდენჯერმე უფრო მაღალია, ვიდრე ეპიდემიის თანაწონადი მაჩვენებლების მქონე სხვა სახელმწიფოებში.გამოცემამ სათვალავში აიღო ის შემთხვევებიც, რომლებშიც მედიკოსთა გარდაცვალების უშუალო მიზეზი შესაძლოა, კორონავირუსული ინფექციით გართულებული სხვა დაავადებები ქცეულიყო.მან გადაამოწმა რუსი მედიკოსების მიერ შედგენილი "ხსოვნის სია", რომელშიც ისინი ვირუსისგან გარდაცვლილ კოლეგებს აღრიცხავენ და მასში არსებული 239 შემთხვევიდან 165-ის დადასტურება მოახერხა. ამას დაემატა ინფორმაცია დაღესტანში გარდაცვლილი 40 მედიკოსის (მათი ნაწილი სიაში ფიგურირებდა) შესახებ და კიდევ 8 შემთხვევის თაობაზე, რომელიც სიაში აღრიცხული არ იყო.

გარდაცვლილი მედმუშაკების დაახლოებით ნახევარი საშუალო და დაბალი რგოლების მედპერსონალი იყო. გარდაცვლილია, მათ შორის, 18 ქირურგი, 15 თერაპევტი, 11 ანესთეზიოლოგი, 14 სანიტარი, სასწრაფო დახმარების მანქანების 12 მძღოლი.

როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, მედიკოსთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა, ორი მიზეზით აიხსნას: ან მთლიანობაში რუსეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ხელოვნურადაა შემცირებული, რის გამოც სამედიცინო მუშაკთა წილი არაპროპორციულად მაღალია, ან მედპერსონალი ქვეყანაში ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტისას დაუცველია.

• სულ რუსეთში, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსული ინფექციისგან 2864 მოქალაქეა გარდაცვლილი.

თუ ვივარაუდებთ, რომ ოფიციალურ სტატისტიკაში ყველა დაღუპული მედიკოსია აღრიცხული, მათზე ყოველი მე-15 გარდაცვლილი მოდის, რაც გაცილებით მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე მსგავსი საერთო ეპიდემიოლოგიური სურათის მქონე სხვა ქვეყნებში, - დასძენს გამოცემა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S