რუსეთში დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბა
20/05/2020 09:00:13 მსოფლიო
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 8764 შემთხვევა გამოვლინდა და 9262 პაციენტი განიკურნა, - იუწყება ვირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.
მისივე ინფორმაციით, ეს ეპიდემიის დაწყების მომენტიდან პირველი შემთხვევაა, როცა გამოჯანმრთელებულთა დღიური რაოდენობა ინფიცირებულებისას აჭარბებს.
სულ კი ეპიდემიის დაწყების დროიდან დღემდე ქვეყანაში 308 705 ინფიცირებულია აღრიცხული. მათგან 2 972 გარდაიცვალა, 85 392 გამოჯანმრთელდა, 220 341 სადღეისოდ აქტიურია.
• ამასთან, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეროვნული სტატისტიკა შესაძლოა, ტყუოდეს რეგიონული ხელისუფლებების მიერ მიწოდებული არაზუსტი მონაცემების ხარჯზე, რომელიც ან ხელოვნურად არის შემცირებული, ან ფართო ტესტირების ჩატარების შესაძლებლობის არქონის გამო.


