Accentnews.ge
მაკრონის პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

მაკრონის პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

20/05/2020 08:42:13 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიამ “წინ, რესპუბლიკა!” ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატაში – ეროვნულ კრებაში მანდატების აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა. პარტია დატოვა 17-მა დეპუტატმა, რომლებმაც საპარლამენტო ჯგუფი "ეკოლოგია, დემოკრატია, სოლიდარობა" ჩამოაყალიბეს მატიე ორფელენის ხელმძღვანელობით.

პრეზიდენტის პარტიის საპარლამენტო ფრაქციაში 288 დეპუტატი რჩება, მაშინ, როცა გასულ წელს 314 იყო. აბსოოუტური ურავლესობისთვის მაკრონის მომხრეებს 1 მანდატი აკლდებათ.

ეს ცვლილება საკვანძო საკითხების კენჭისყრისას შედეგებზე გავლენას სავარაუდოდ, ვერ მოახდენს, რადგან მაკრონს პარლამენტში მტკიცე მხარდაჭერა აქვს ცენტრისტული “დემოკრატიული მოძრაობის” მხრიდან, რომლის ფრაქციას 46 დეპუტატი ქმნის, - აღნიშნავენ ფრანგი ანალიტიკოსები. - ამავდროულად, მაკრონის პარტიიდან 17 ადამიანის გასვლა პრეზიდენტის პოპულარობის ვარდნის ნიშანია, რასაც ჯერ მისი დაცვის წევრის სკანდალურმა ქცევამ, მოგვიანებით “ყვითელი ჟილეტების” მასობრივმა პროტესტმა, ბოლოს კი კორონავირუსის ეპიდემიის გამო შემოღებულმა შეზღუდვებმა შეუწყო ხელი.

პანდემიასთან ბრძოლამ პირიქით, ხელი შეუწყო პრემიერ ედუარდ ფილიპის პოპულარობის ზრედას, რასაც მაისში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები მოწმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S