Accentnews.ge
მოსკოვის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია სამი სამხედრო

მოსკოვის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია სამი სამხედრო

20/05/2020 08:07:31 მსოფლიო

მოსკოვის ოლქის ქალაქ კლინის სიახლოვეს ავოაკატასტროფას სამი სამხედრო ემსხვერპლა, - იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

გამოცემა "Коммерсант"-ის ინფორმაციით, ვერტმფრენი Ми-8 სამხედრო ქალაქ კლინ-5-ისკენ მიემართებოდა, სადაც საჯარისო ავიაციის საფრენი შემადგენლობის გადამზადებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრია განთავსებული. მისგან დაახლოებით 20 კმ-ში ეკიპაჟმა ცენტრს ბორტზე ტექნიკური გაუმართავობის შესახებ აცნობა და დაუგეგმავი დაშვების განხორციელება სცადა.

რესურს Forumavia-ს ცნობით, დაღუპული სამხედროები სულ ახალგაზრდები იყვნენ და სამხედრო სასწავლებლები 2017 და 2019 წლებში ჰქონდათ დამთავრებული. დიდი ალბათობით, ისინი ხსენებულ ცენტრში წვრთნებს ან გადამზადებას გადიოდნენ.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S