Accentnews.ge
გადადებული სამხედრო აღლუმი და საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა რუსეთში სავარაუდოდ, 24 ივნისს ჩატარდება

გადადებული სამხედრო აღლუმი და საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა რუსეთში სავარაუდოდ, 24 ივნისს ჩატარდება

20/05/2020 07:46:17 მსოფლიო

კრემლი განიხილავს შესაძლებლობას, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა და საცხრამაისო სამხედრო აღლუმი ერთ დღეს - 24 ივნისს ჩატარდეს, - ამის შესახებ "РБК” პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ ოთხ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ადრე ასევე წყაროებზე დაყრდნობით იგივე თარიღი დაასახელეს "Интерфакс"-მა და "Эхо Москвы"-მ.

როგორც "РБК”-ს წყაროები აღნიშნავენ, აღლუმის ივნისში ჩატარება მოქალაქეთა შთაგონების წყაროდ იქცევა ხანგრძლივი საკარანტინო შეზღუდვების შემდეგ და გარდა ამისა, ორი ღინისძიების ერთ დღეს ჩატარება ხელსაყრელია იმით, რომ ასეთ შემთხვევაში ოთხშაბათი – 24 ივნისი უქმე დღედ გამოცხადდება.

ამასთან, “РБК”-ს ერთ-ერთმა წყარომ არ გამორიცხა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრისთვის გამოყენებულ იქნას ნორმა, რომელიც გასულ კვირას საარჩევნო კოდექსში იქნა შეტანილი, კერძოდ, ხმის ფოსტის მეშვეობით მიცემა.

• განცხადება კორონავირუსის ეპიდემიის გამო საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის გადადების შესახებ პრეზიდენტმა პუტინმა 25 მარტს გააკეთა, აპრილის შუა რიცხვებში კი გაკეთდა განცხადება საცხრამაისო სამხედრო აღლუმის გადადების თაობაზე.

• 19 მაისის მდგომარეობით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 300 000 შემთხვევაა დადასტურებული.

• მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები მიღების შემთხვევაში ვლადიმირ პუტინს შესაძლებლობას მისცემს, 2024 წელს კვლავ პრეზიდენტად იყაროს კენჭი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S