ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღების ინიციატივით გამოდის
20/05/2020 07:40:19 მსოფლიო
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღების ინიციატივით გამოდის.
პრემიერი თვლის, რომ გახანგრძლივებული დასვენების დღეები მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ქვეყნის შიგნით იმოგზაურონ, რაც შიდა ტურიზმის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
„ოთხდღიანი სამუშაო კვირა დამსაქმებლებისა და დასაქმებულებს შორის მოსაგვარებელი საკითხია. ნამდვილად მოვუწოდებდი დამსაქმებლებს, იფიქრონ ამ შესაძლებლობაზე“, – განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერმა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ახალი ზელანდიაში Covid-19-is 1 503 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 21 ადამიანი.


