Accentnews.ge
პუტინი: „ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ–რუსეთის ურთიერთობები კიდევ უფრო უარესდება“

პუტინი: „ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ–რუსეთის ურთიერთობები კიდევ უფრო უარესდება“

13/06/2019 06:54:19 სხვა, მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ–რუსეთის ურთიერთობები კიდევ უფრო უარესდება.

ამის შესახებ პუტინმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„აშშ–ის მოქმედმა ადმინისტრაციამ რუსეთს ათობით სანქცია დაუწესა. ჩვენს შორის ურთიერთობები ინგრევა და უფრო და უფრო უარესდება“, – განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის: მიმდინარე თვის ბოლოს იაპონიაში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შესაძლოა, აშშ–სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S