Accentnews.ge
“Bloomberg” წლის მეორე კვარტალში რუსეთის მშპ-ის 16%-ით შემცირებას პროგნოზირებს

“Bloomberg” წლის მეორე კვარტალში რუსეთის მშპ-ის 16%-ით შემცირებას პროგნოზირებს

20/05/2020 07:14:22 მსოფლიო, ეკონომიკა

2020 წლის მეორე კვარტალში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი შესაძლოა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16%-ით შემცირდეს, - თვლიან სააგენტო “Bloomberg”-ის ანალიტიკოსები რუსეთის ეკონომიკის აპრილის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, რომელიც ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

“Bloomberg”-ის ანალიტიკოსთა აზრით, რუსეთში შემოღებულმა საკარანტინო ზომებმა ეკონომიკური აქტივობა სერიოზულად შეაფერხა და აპრილში ეკონომიკა 1/4-ით შემცირდა, მათ შორის, მაგალითად, ავტომობილების გაყიდვები - 72%-ით.

“Bloomberg” თვლის, რომ ეპიდემიის შედეგები რუსეთის ეკონომიკისთვის უფრო სერიოზული იქნება, ვიდრე 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის.

ადრე "Интерфакс"-ის წყარომ განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მეორე კვარტალში ეკონომიკის სულ მცირე, 9,5%-ით შემცირებას პროგნოზირებენ. მთელი 2020 წლის შედეგებით კი რუსეთის ბანკი მშპ-ის 6%-ით ვარდნას ელის, სააგენტო “Fitch” – 3,3%-ით, “Moody's” - 5,5 %-ით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S