ბოლო 24 საათში ბრაზილიაში Covid-19-ით 1179 ადამიანი გარდაიცვალა და 17 408 დაინფიცირდა
20/05/2020 06:24:47 მსოფლიო
ბოლო 24 საათში ბრაზილიაში Covid-19-ით 1179 ადამიანი გარდაიცვალა და 17 408 დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ახალმა კორონავირუსმა 17 971 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 271 628 შემთხვევა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რიო დე ჟანეიროსა და სან პაულოს საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლების 85% კოვიდ–ინფიცირებულ პაციენტებს აქვთ დაკავებული.
ბოლო 3 კვირაა, ბრაზილიაში Covid-19-ით ინფიცირებისა შემთხვევები მკვეთრად იმატებს.


