Accentnews.ge
მსოფლიო ბანკი: 60 მილიონ ადამიანს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება

მსოფლიო ბანკი: 60 მილიონ ადამიანს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება

20/05/2020 05:56:28 მსოფლიო

მსოფლიოში 60 მილიონამდე ადამიანს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება,- ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბანკის პროგნოზით, კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური ეკონომიკა წელს 5 პროცენტით შემცირდება:

„ჩვენი შეფასებით, 60 მილიონამდე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება. ეს კი უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სიღარიბის აღმოფხვრის კუთხით მიღწეული პროგრესის სრულ დაკარგვას ნიშნავს“.

ცნობისათვის: მსოფლიო ბანკის განსაზღვრებით „უკიდურესი სიღარიბე“ ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ერთი ადამიანი დღიური საარსებო თანხა 1.90 აშშ დოლარზე ნაკლებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S