დონალდ ტრამპი: „ჰიდროქსიქლოროქინზე“ ჩატარებული კვლევა ყალბი იყო"
20/05/2020 05:28:45 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, „ჰიდროქსიქლოროქინზე“ ჩატარებული კვლევა ყალბი იყო – ის მძიმე ავადმყოფებსა და მოხუცებზე გამოსცადეს, რომლებიც ასაკისა და გულის პრობლემების გამო დაღუპვის პირას იყვნენ.
მისი თქმით, კვლევა მეცნიერებმა იმის გამო ჩაატარეს, რომ მას პოლიტიკურად ეწინააღმდეგებიან.
კვლევის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობა ასობით პაციენტმა მიიღო, სიკვდილიანობის მაჩვენებელი „ჰიდროქსიქლოროქინის“ მიღების შემთხვევაში 27.8%-ია, იმ პაციენტებში კი, რომელთაც აღნიშნული მედიკამენტი არ მიუღიათ, 11.4%. ტრამპი ამბობს, რომ ეს ყალბი კვლევა იყო და მედიკამენტს ისეთ პაციენტებს, რომლებიც სიკვდილს ელოდნენ.
მისივე თქმით, „ჰიდროქსიქლოროქინზე“ კვლევა „კვლევა ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტებისა და ვირჯინიის უნივერსიტეტის მიერ იყო დაფინანსებული, თუმცა ის ვეტერანების საქმეთა დეპარტმანეტის საავადმყოფოებში ჩატარდა“.
ცნობისთვის: გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კვირა-ნახევარია რაც პროფილაქტიკის მიზნით მედიკამენტ „ჰიდროქსიქლოროქინის“ მიღება დაიწყო.


