Fabernovel–ის დირექტორი ფრანგებს Covid-19-ით მიყენებული ზარალის ხარჯების დასაფარად “მონა ლიზას” გაყიდვას ურჩევს
19/05/2020 20:05:11 მსოფლიო
ტექნოკომპანია Fabernovel–ის დირექტორი სტეფან დისტინგუინი ფრანგებს Covid-19-ით მიყენებული ზარალის ხარჯების დასაფარად “მონა ლიზას” გაყიდვას ურჩევს.
როგორც დისტინგუინი აცხადებს, შედევრი, სულ მცირე, 50 მილიარდ ევროდ უნდა გაიყიდოს.
„Covid-19-ის კრიზისს ბოლო არ უჩანს. [...] ნახატის გაყიდვა ადვილია. ჩვენ უამრავი ნახატი გვაქვს … 2020 წელს ფული უნდა მივიღოთ იქიდან, საიდანაც კი შესაძლებელი იქნება“, – აცხადებს დისტინგუინი.
ლეონარდო და ვინჩის ნახატი ”მონა ლიზა” პარიზში, ლუვრის მუზეუმშია დაცული.


