Accentnews.ge
პუტინმა გაზის ფასთან დაკავშირებით სომხეთისა და ბელარუსის წინადადება არ მიიღო

პუტინმა გაზის ფასთან დაკავშირებით სომხეთისა და ბელარუსის წინადადება არ მიიღო

19/05/2020 14:30:30 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არ მიიღო სომხეთისა და ბელარუსის წინადადება გაზის ერთიანი ტარიფის დაწესების თაობაზე.

ევრაზიული ეკონომიკური თანამშრომლობის უზენაესი საბჭოს სხდომაზე მან განაცხადა, რომ ერთიანი ტარიფი მხოლოდ ერთიან ბაზარზე შეიძლება, იქნას გამოყენებული.

სხდომის გახსნისას ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო კვლავ შეეხო გაზის ტარიფის თემას და აღნიშნა, რომ უკვე რამდენიმე წელია, ამ საკითხში ურთიერთმისაღები გადაწყვეტილების მიღწევა ვერ ხერხდება, მაშინ, როცა საკითხის აქტუალურობა იზრდება. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შეკრებილთ ენერგომატარებლების ერთიანი ბაზრისადმი საერთო მიდგომისა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ფასთწარმოქმნის შესახებ უამბო.

“ერთიანი ტარიფი მხოლოდ ერთიანი ბაზრის პირობებში შეიძლება, იყოს რეალიზებული, ერთიანი ბიუჯეტითა და საგადასახადო სისტემით. ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ესოდენ მჭიდრო ინტეგრაციის დონე ჯერ არ არის მიღწეული. ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიცით. ხოლო სანამ ფასები საბაზრო კონიუნქტურის საფუძველზე უნდა ფორმირდებოდეს, აუცილებელია, გავითვალისწინოთ ხარჯები, მომწოდებელთა ინვესტციები, ასევე მოპოვებაში ჩადებული კაპიტალის მოგების დასაბუთებული ნორმის უზრუნველყოფა», - განაცხადა საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S