Accentnews.ge
პეტერბურგში, განურჩევლად დიაგნოზისა, გარდაცვლილებთან გამომშვიდობება აიკრძალა

პეტერბურგში, განურჩევლად დიაგნოზისა, გარდაცვლილებთან გამომშვიდობება აიკრძალა

19/05/2020 14:17:48 მსოფლიო

პეტერბურგის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ნატალია ბაშკეტოვამ “ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების” გამო გარდაცვლილთა დაკრძალვის წესები გაამკაცრა. დიაგნოზის განურჩევლად, ნათესავებსა და ახლობლებს პანაშვიდების გამართვა და გარდაცვლილთან გამომშვიდობება ეკრძალებათ.​

"ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო აიკრძალოს ყველა გარდაცვლილთან გამომშვიდობების რიტუალური ცერემონიები, განურჩევლად იმისა, ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს დიაგნოსტირებული კორონავირუსი", - ნათქვამია განკარგულების ტექსტში.

ქალაქის დამკრძალავ ბიუროებში “ფონტანკას” ჟურნალისტებს დაუზუსტეს, რომ გარდაცვლილებს მხოლოდ დახურულ კუბოებში აჩერებენ, თუნდაც გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი არ ყოფილიყო და სიკვდილი, მაგალითად, ავტოავარიის შედეგად დამდგარიყო. "ცხედრები ხომ მაინც ყველა ერთადაა მორგებში თავმოყრილი", - განმარტავენ დამკრძალავ ბიუროებში.

რა ვადითაა შემოღებული აკრძალვა – არ კონკრეტდება.

მანამდე ეს აკრძალვა პეტერბურგში მხოლოდ კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაცვლილებზე ვრცელდებოდა, - წერს “Север.Реалии".

მთავარი სანიტარული ექიმის განცხადებამ “ეპიდვითარების გაუარესების” შესახებ ბევრი საგონებელში ჩააგდო: საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ გუშინ რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესებული იყო და ზედიზედ მესამე დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური დადასტურებული მაჩვენებელი 10 000-ს არ აღწევდა.

თავად პეტერბურგში, 19 მაისის დილის მონაცემებით, ინფიცირების სულ 11340 შემთხვევა იყო გამოვლენილი, გარდაცვლილი იყო 95 მოქალაქე, გამოჯანმრთენებული 2272. ინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 400-450-ს შეადგენდა.

  • ამასთან,ქალაქის გუბერნატორი ალექსანდრე ბეგლოვი ორიოდ დღის წინ აცხადებდა, რომ კორონავირუსის გარდა, ბევრი ე.წ. არაკლინიკური პნევმონიით ავადობდა და მისგან გარდაცვალების შემთხვევები კოვიდ-გარდაცვალებების რაოდენობას რამდენჯერმე აღემატებოდა. ანალოგიური ვითარება ფიქსირდება რუსეთის კიდევ რამდენიმე რეგიონში, ყველაზე მეტად - დაღესტანში.
  • დედაქალაქ მოსკოვში გარდაცვლილებთან გამომშვიდობების რიტუალური ცერემონიები არ აუკრძალიათ, მაგრამ სასაფლაოებზე შესვლა შეზღუდულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S