საგნები და მოვლენები, რომლებიც 1970–იანებს გაგახსენებთ
19/05/2020 14:00:31 მსოფლიო
1970-იანი წლების მიმართ არაერთ ადამიანს აქვს ნოსტალგიური განწყობა. გთავაზობთ, რამდენიმე საგანსა თუ მოვლენას, რომელიც 1970–იანებს გაგახსენებთ.
დისკო წვეულებები

1970–იანებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა დისკო წვეულებები. მსგავსი ღონისძიებების მთავრი გამახალისებელი დეტალი გორგოლაჭებიანი ფეხსაცმელები იყო, რომლითაც წვეულების მონაწილეები ცეკვავდნენ.
ვიდეო თამაშები

ტელეფონთან ლოდინი

1970–იანებში ერთ სახლში მხოლოდ ერთი ტელეფონი იყო. შესაბამისად, თუ ოჯახის რომელიმე წევრი ტელეფონით საუბრობდა და ამ დროს მეორე წევრსაც მოესურვებოდა ტელეფონით სარგებლობა, ეს უკანასკნელი უნდა დალოდებოდა, როდის დაასრულებდა საუბარს პირველი მოსაუბრე.
Simon. ელექტრონული თამაში, რომელიც 1978 წელს გამოვიდა.

რიგები ბენზინგასამართ სადგურებთან

მულტფილმები მხოლოდ შაბათობით

1970–იანებში მულტფილმები მხოლოდ შაბათ დილას გადიოდა.
უოტერგეიტის სკანდალი

სკანდალი ვაშინგტონში მდებარე სასტუმრო უოტერგეიტში აგორდა, სადაც დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინა იყო განთავსებული.უოტერგეიტის სასტუმროში მომხდარი ინციდენტი შეერთებული შტატების პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის გადადგომით დამთავრდა. აღნიშნული სკანდალი კი პოლიტიკური ამბიციების, დიდი ფულის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სიმბოლოდ გადაიქცა.ყველაფერი 1972 წლის 17 ივნისს გამთენიისას დაიწყო, როდესაც პრეზიდენტ ნიქსონის საარჩევო კამპანიის 5 აქტივისტი უოტერგეიტის კომპლექსში მდებარე დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინაში შეღწევის მცდელობისას დააკავეს.გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ კორესპონდენტების კარლ ბერნსტეინის და ბობ ვუდვორდის ჟურნალისტური გამოძიების დროს დადგინდა, რომ უოტერგეიტის საქმე უფრო ფართო პროგრამის ნაწილი იყო, რომელიც ნიქსონის პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.ბობ ვუდვარდის განცხადებით:“ ჩვენ გამოვავლინეთ ის ხალხი, რომლებიც შეერთებული შტატების თავისუფალი საარჩევნო სისტემის დანგრევას ცდილობდა და დემოკრატების წინააღმდეგ ჯაშუშობას და საბოტაჟის აქტებს განხორციელებდა.“ამ საქმის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, კონგრესის დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად კი დადგინდა, რომ შეთქმულებაში თეთრი სახლის ადმინისტრაცია და პირადად პრეზიდენტ ნიქსონის საარჩევნო კამპანიის წევრები მონაწილეობდნენ.1973 წელს სენატში გამართული მოსმენების დროს გამოვლინდა, რომ პრეზიდენტი ნიქსონი თეთრ სახლში გამართულ საუბრებს უკანონოდ იწერდა, რამაც დაადასტურა მისი მონაწილეობა ამ საიდუმლო ოპერაციაში.
მოკლე შორტები და გრძელი წინდები

ფანქრები, რომელეთა ერთ ბოლოში საშლელი იყო დამაგრებული

ტელევიზორის პატარა ანტენები

საბეჭდი მანქანები

წყარო: bestlifeonline


