Accentnews.ge
გირკინმა აღიარა, რომ თავად გასცა სულ მცირე, ოთხი უკრაინელი „დივერსანტის“ დახვრეტის ბრძანება

გირკინმა აღიარა, რომ თავად გასცა სულ მცირე, ოთხი უკრაინელი „დივერსანტის“ დახვრეტის ბრძანება

19/05/2020 12:19:07 მსოფლიო

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური, უკრაინის მიერ ტერორიზმში ბრალდებული იგორ გირკინი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, მან პირადად გასცა სულ მცირე, ოთხი უკრაინელი „დივერსანტის“ და რამდენიმე დონბასელი მოროდიორის ადგილზე დახვრეტის ბრძანება.

ვრცელ ინტერვიუში რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც იგორ სტრელკოვის სახელითაც არის ცნობილი, დონბასში ჩამოგდებულ მალაიზიურ „ბოინგზეც“ უპასუხა შეკითხვას და განაცხადა, რომ „სახალხო რაზმებს“ არ ჩამოუგდიათ MH17. თუმცა გირკინმა, რომელსაც საერთაშორისო გამოძიება ამ საქმეზე ერთ-ერთ დამნაშავედ მიიჩნევს, თავი „არაპირდაპირ დამნაშავედ“ აღიარა და აღნიშნა, რომ არ გაუკვირდება, თუ ჰააგის ტრიბუნალის წინაშე წარდგება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S