Accentnews.ge
ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს უმზადებს

ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს უმზადებს

13/06/2019 05:26:37 სხვა, მსოფლიო

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს. როგორც გერმანული „დოიჩე ველე“ წერს, ახალ შეზღუდვებს მოსკოვს უკრაინის აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციაში ჩარევის გამო დაუწესებენ.

გერმანული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ ევროკავშირში მოსკოვის პოლიტიკით უკმაყოფილოები არიან და ერთ-ერთ საპასუხო ნაბიჯად იმ რუსული პასპორტების აკრძალვას განიხილავენ, რომლებსაც მოსკოვი დონბასის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ურიგებს.

20-21 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილია ევროკავშირის ლიდერების სამიტი, რომელზეც ორგანიზაციის სამომავლო სტრატეგიული განვითარების გეგმას განიხილავენ. ევროპელი მაღალჩინოსნების ერთ-ერთი სასაუბრო თემა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებაც იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S