7 საგანი, რომელთან შეხების სურვილიც პანდემიის შემდეგ აღარ გექნებათ
19/05/2020 11:25:03 მსოფლიო
არაერთი ქვეყანა აცხადებს, რომ მოქალაქეები დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაუბრუნდებიან ცხოვრების ისეთ რეჟიმს, როგორიც მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებამდე იყო.
მას შემდეგ, რაც რიგ ქვეყნებში COVID-19–ის ახალი შემთხვევების შემცირება დაფიქსირდა, სახელმწიფოებმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყეს. ზოგიერთ ქვეყანაში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა უკვე განაახლა, თუმცა სპეციალისტების განცხადებით, მოქალაქეებმა მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და ჰიგიენის ნორმები დაიცვან.
7 საგანი, რომელთან შეხების სურვილიც პანდემიის შემდეგ აღარ გექნებათ
ესკალატორის სახელური

როგორც ამერიკელი ექიმი ციპოსა შაინჰაუზი აცხადებს, შესაძლოა, ესკალატორის სახელური COVID-19–ის გავრცელების წყარო გახდეს.
„თუ ინფიცირებულმა ადამიანმა დაცემინების ან დახველების დროს პირზე ხელი აიფარა და შემდგომ ეს ხელი ესკალატორის სახელურს შეახო, ეს შესაძლოა, სხვა ადამიანის ინფიცირების წყარო გახდეს“, – აცხადებს შაინჰაუზი. მისივე თქმით, მგზავრობის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა ან სადეზინფექციო საშუალებით დამუშავება.
წყლის შადრევნები

„იმის გამო, რომ ბევრი ადამიანი ტუჩებით ეხება შადრევნის მილს, შადრევნიდან წყლის დალევის შემდეგ ადამიანი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდეს", – აცხადებს შაინჰაუზი.
სპორტული აღჭურვილობა

სპორტული აღჭურვილობის ქირაობა, რომელიც მანამდე სხვა მოქალაქის მიერ იყო გამოყენებული, შესაძლოა COVID-19–ის გავრცელების წყარო გახდეს.
„აუცილებელია, მომხმარებელმა აღჭურვილობა მორგებამდე სადეზინფექციო ხსნარით გაწმინდოს“, – აცხადებს შაინჰაუზი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტში არსებული სახელურები

მეტროსა და ავტობუსებში არსებული სახელურები შესაძლოა, COVID-19–ის გავრცელების წყაროდ იქცეს. The New England Journal of Medicine–ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ლითონზე ახალი კორონავირუსის ნაწილაკები შესაძლოა, 3 დღის განმავლობაში დარჩეს. სპეციალისტები მოქალაქეებს მგზავრობის შემდეგ ხელების დაბანას ან სადეზინფექციო საშუალებით დამუშავებას ურჩევენ.
მაკიაჟის საშუალებები

მაკიაჟის ხელსაწყოები შესაძლოა, COVID-19–ის გავრცელების წყაროდ იქცეს.
„ფუნჯი, ფანქარი ეხება თვალის ლორწოვან გარსს, ტუჩებს, ეს ყველაფერი არის მარტივი გზა ვირუსების გადასაცემად”,– აცხადებს შაინჰაუზი.
პლასტიკური ბარათები

კვლევების თანახმად, პლასტიკური ბარათებზე COVID-19–ის ნაწილაკები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში რჩება. შესაბამისად, მსგავსი ბარათი შესაძლოა, COVID-19–ის გავრცელების წყაროდ იქცეს. სპეციალისტები მომხმარებლებს, ბარათების სადეზინფექციო საშუალებებით გაწმენდას ურჩევენ.
თანამშრომლის კომპიუტერი

თუ აქამდე თანამშრომლის კომპიუტერს, კლავიატურასა და „მაუსს“ თამამად ეხებოდით, სადღეისოდ სპეციალისტების რჩევაა, მოვერიდოთ სხვის ნივთებთან შეხებას. მედიკოსები მოქალაქეებს ურჩევენ,მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენის ნორმები.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 320 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 900 000–ს გადააჭარბა, 1 920 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 702-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 456 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.
წყარო: bestlifeonline


